გარანტია და შეცვლა

გაეცანით პროდუქტის გარანტიის და შეცვლის პირობებს.

1) საგარანტიო ვადის ათვლა იწყება მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან.
2) საგარანტიო მომსახურების მისაღებად უნდა დაგვიკავშირდეთ მეგამარკეტის ცხელ ხაზზე: +995 598 264 264
3) სერვისში ნივთის მოხვედრიდან, თუ პროდუქტის წუნის აღმოფხვრას სჭირდება 40-კალენდარულ დღეზე მეტი, ნივთი ექვემდებარება შეცვლას. შეცვლის დროს მაღაზია ხელმძღვანელობს ამ მდგომარეობის დადგომის თარიღისთვის შესაცვლელი პროდუქტის საბაზრო ღირებულებით, თანხის ანაზღაურება ხდება უნაღდოდ მომხმარებლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
4) დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით, რიგ შემთხვევებში როდესაც ნივთის წუნი შეიძლება დადასტურდეს დისტანციურად და ნათელია, რომ ნივთის დაზიანების გამოსწორება შეუძლებელია, ან დასჭირდება 40 კალენდარულ დღეზე მეტი, ნივთს გიცვლით მისამართზევე სერვის ცენტრში მოსვლის გარეშე. ამ პუნქტის პირობების გამოყენებისათვის ჩვენმა კადრმა შესაძლოა მოგთხოვოთ პროდუქტის წუნის დასურათება ან პრობლემის ვიდეოს სახით ასახვა.
5) ტექნიკის კატეგორიიდან პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, თუ არაა მითითებული სტანდარტული საგარანტიო ვადა, მოქმედებს 2 წლიანი საგარანტიო მომსახურების სერვისი. გაითვალისწინეთ, რომ არსებობს პროდუქტები რომელთა ქარხნული გარანტია 2 წელზე ნაკლებია, შესაბამისად თითოეული ასეთი პროდუქტის აღწერის ქვედა ნაწილში მითითებულია ქარხნის მიერ გაცემული საექსპლუატაციო ვადა, თუმცა საექსპლუატაციო ვადის გასვლის შემდეგაც, მომხმარებელი არ კარგავს მაღაზიის საგარანტიო სერვისისთვის მომართვის უფლებას 2 წლის განმავლობაში, გარდა ამისა რიგ პროდუქტებზე მეგამარკეტი გთავაზობთ დამატებით კომერციულ გარანტიას რომელიც სცდება კანონისმიერი 2 წლიანი საგარანტიო მომსახურების ვადას (იხ.განმ პუნქტი 8) 
6) კომერციული გარანტია - მოვაჭრის ან მწარმოებლის (გარანტიის გამცემის) მიერ, ხელშეკრულებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულების გარდა, მომხმარებლის სასარგებლოდ დამატებით და უსასყიდლოდ ნაკისრი გადახდილი ფასის ანაზღაურების, საქონლის შეცვლის, შეკეთების ან მომსახურების სხვა ვალდებულებები, რომლებიც ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის აღმოფხვრის ვალდებულებიდან არ გამომდინარეობს
7) თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება
8) თუ მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონელი ნაკლის მქონეა, მას უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, საქონლის ფასის შემცირება ან დააბრუნოს საქონელი და მოითხოვოს გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება
9) მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება თუ: საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია, საქონელი გონივრულ ვადაში არ შეკეთდა ან საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას უქმნის.

ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას, თუ:

1) გასულია საგარანტიო ვადა.
2) სერიული ნომერი არ ემთხვევა მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქტს
3) ნივთს აღენიშნება მექანიკური, თერმული ან წყლის მიერ მექანიზმში შეღწევისაგან გამოწვეული დაზიანება.
4) პროდუქტის კომპლექტაცია არ არის წარმოდგენილი სრულყოფილად (იგულისხმება პროდუქტის არსებითი შემადგენელი ნაწილები, არ იგულისხმება ინსტრუქცია, ყუთი და ა.შ)
5) ნივთი დაზიანდა არასწორი ექსპლუატაციის გამო.
6) თუ ნივთი არაა საწარმოო ან კომერციული დანიშნულების და დაზიანდა კომერციული დანიშნულებით გამოყენებისას.
7) პროდუქტის დაზიანება გამოწვეულია ელექტრო გაუმართაობით (მაღალი დენის მოვარდნა).
8) ნივთი შეკეთებულია / გახსნილია თვითნებურად, ან არაოფიციალურ სერვისცენტრების მიერ.
9) ნივთი დაზიანდა მესამე პირის მიერ არასწორი მონტაჟის ან ჩართვის დროს. არ იქნა გათვალისწინებული სამომხმარებლო ინსტრუქციაში არსებული საექსპლუატაციო პირობები.
10) მოწყობილობის სახარჯი მასალები გამოყენებულია ექსპლუატაციის პირობების დარღვევით.
11) გაითვალისწინეთ: საგარანტიო პირობა ვრცელდება პროდუქტის ძრავსა და მის შემადგენელ არსებით/მაკოპლექტებელ ნაწილებზე

პროდუქტის უკან დაბრუნება და შეცვლა: (კომპანიის დასახელება: შპს xxxxxxx 77777777)

მომხმარებლების უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კანონისმიერი გარანტიის პირობები:

  • მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს კანონისმიერი გარანტიით გათვალისწინებული უფლებებით, საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში
  • საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს კომპანიის წარმომადგენელს
  • საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს შეძენის თარიღი, სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი.
  • კომპანია ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულების გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი
  • თუ საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსაბამო აღმოჩნდა (ნაკლის მქონე), მომხმარებელს უფლება აქვს კომპანიას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან
  • საქონლის შეკეთება და შეცვლა, მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ და შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს
  • საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნობრიობის გათვალისწინებით, რომლისთვისაც ეს საქონელი შეიძინა
  • საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს კომპანიის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომელიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად
  • მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება, ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია; ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა, ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
  • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა
  • თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი მისი მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, მტკიცების ტვირთი რომ საქონელს ნაკლი არ ჰქონია ეკისრება მოვაჭრეს, ხოლო 6 თვის გასვლის შემდეგ იმის მტკიცების ტვირთი რომ ნაკლი არსებობდა საქონელში მიწოდებისას ეკისრება მომხმარებელს.

პროდუქტის უკან დაბრუნების წესი:

  • მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე.
  • ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან, ამ ვადის გასვლასთან ერთად მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების უფლებას.
  • კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მიერ საქონლის უკან დაბრუნების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს უკან დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა, დაბრუნებული ნივთის საფასური მომხმარებლებს დაუბრუნდება ანაზღაურების იმ მეთოდით, რომელიც მომხმარებელმა დააფიქსირა.
  • მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას დაუბრუნოს საქონელი, ნივთის უკან დაბრუნებაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, მომხმარებელი კარგავს საქონლის უკან დაბრუნების უფლებას
  • მომხმარებელი ვალდებულია გასწიოს საქონლის უკან დაბრუნების ხარჯი
  • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გადაწყვეტს ნივთის უან დაბრუნებას, უნდა შეატყობინოს კომპანიას შემდეგი გზებით: სოციალური მედიის არხით: www.facebook.com/megamarket.ge, ცხელ ხაზზე დარეკვით: +995 598 264 264,  ან ელექტრონულ ფოსტაზე მოწერით: info@megamarket.ge სადაც აუცილებლად უნდა დააფიქსიროს შემდეგი მონაცემები: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, შეკვეთის ნომერი (ID). დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელმა ნივთს მიწოდება უნდა განახორციელოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, დაბრუნების დრო 11:00 - 18:00სთ (შაბათ-კვირის გარდა)
  • არ ბრუნდება კანონით გათვალისწინებული გამონაკლისები: ჰიგიენური ნივთები, რომელსაც ჰერმეტულობა დაერღვა მომხმარებლისთვის მიწოდების შემდეგ
  • არ ბრუნდება 30 ლარამდე პროდუქცია.
  • არ ბრუნდება გამოყენებული პროდუქცია, თუ კომპანიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი სახსრებითა ნივთი მოიყვანოს ხელახლა გასაყიდ კონდიციაში.
  • კანონის შესაბამისად, თუ ნივთის ან მის თანმხბლებ ნაწილებს აღენიშნება რაიმე სახის ცვლილება (არ იგულისხმება სტანდარტულ პირობებში ყუთის გახსნა, რათა დათვალიერდეს პროდუქტი) კომპანია იტოვებს უფლებას ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად უკან დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი თანხის ნაწილი, ნივთის მდგომარეობის შესაბამისად.

კომერციული გარანტია: კომერციული გარანტია გულისხმობს, მოვაჭრის ან მწარმოებლის (გარანტიის გამცემის) მიერ, კანონისმიერი გარანტიის (ხელშეკრულებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულების) გარდა, მომხმარებლის სასარგებლოდ დამატებით და უსასყიდლოდ ნაკისრი გადახდილი ფასის ანაზღაურების საქონლის შეცვლის, შეკეთების ან მომსახურების სხვა ვალდებულებებს.

კომერციული გარანტია არ ზღუდავს მომხმარებლის კანონისმიერ უფლებებს კომერციული გარანტიის პირობები (ხანგრძლივობა, მოქმედების ტერიტორია, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, მოვაჭრის სახელი და მისამართი) თითოეულ საქონელზე არის ინდივიდუალური და მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდება ინდივიდუალურად.

 

კომერციული საგარანტიო პირობები არ ვრცელდება თუ:

  • თუ ნივთს აღენიშნება მექანიკური, ან წყლის მიერ გამოწვეული დაზიანება
  • პროდუქტის კომპლექტაცია არ არის წარმოდგენილი სრულყოფილად
  • პროდუქტის დაზიანება გამოწვეულია ელექტრო გაუმართაობით
  • ნივთი შეკეთებულია ან “გახსნილია” თვითნებურად, ან არაოფიციალურ სერვისცენტრებთან.
  • ნივთი დაზიანდა მესამე პირის მიერ არასწორი მონტაჟის ან ჩართვის დროს. არ იქნა გათვალისწინებული სამომხმარებლო ინსტრუქციაში არსებული საექსპლუატაციო პირობები

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ დაბრუნებისა და საგარანტიო მომსახურების პირობებს, რათა მომავალში თავიდან აირიდოთ მოსალოდნელი გაუთვალისწინებელი უსიამოვნებები!